შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არიან დაღუპულები. მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, დაწყებულია კონტრშეტევა.  აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.  მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ეკიპაჟი ცოცხალია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.  სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მთიან ყარაბაღში მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ და ბუნკერებში ჩავიდნენ. მთიანი ყარაბაღის არ აღიარებულმა ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან