ქართველი დამთვალიერებელი გვიანი ანტიკური ხანის უნიკალურ ექსპონატებს პირველად ნახავს.
ეროვნულ მუზეუმში ისტორიული მნიშვნელობის ექსპოზიცია გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში
ახ. წ. II-IV საუკუნეების ოქროს სამკაულებთან და ძვირფას ნაკეთობებთან ერთად, ძველი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი თრიალეთის თასის ასლიცაა წარმოდგენილი.