ოპოზიციური პარტიები RMG Gold-თვის უკონკურენტო აუქციონის პირობებს აპროტესტებენ
ოპოზიციური პარტიები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე 16 ჰექტარი მიწის შესაძენად ერთიანდებიან და ამ ფორმით კომპანია RMG Gold-თვის უკონკურენტო აუქციონის პირობებს აპროტესტებენ.
დღეს ცამეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა, დაგეგმილი აუქციონის გაუქმებაა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საყდრისის ფონდის შექმნა იგეგმება, რომელიც აუქციონზე დარეგისტრირდება და RMG Gold-ს კონკურენციას გაუწევს.
პოლიტიკური პარტიების განცხადებით, შ.პ.ს RMG Gold-ს აღნიშნული ტერიტორია ფაქტობრივად უკვე ფლობაში აქვს და წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, ეს ფაქტი მათი მხრიდან კერძო კომპანიების უკანონო მფარველობას დაადასტურებს.