ოპოზიციის მოთხოვნა

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები კახა კალაძის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას ითხოვენ. მათ კითხვები ვაკის პარკის ტრაგედიასთან და ზოგადად ქალაქში არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ. საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარდგება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.