ჩაშლილი რიგგარეშე სხდომა

ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ჩაშლას მიზანშეწონილად მიიჩნევენ. რეგისტრაციის არგავლის იდეა „გირჩს“ ეკუთვნის. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპონენტებს შეახსენეს, რომ მათი მხრიდან რეგისტრაციის არგავლა საპარლამენტო მექანიზმია და მაშინ, როცა ეს მექანიზმი თავად უმრავლესობამ გამოიყენა, მათ ამ ნაბიჯს საბოტაჟი უწოდეს.