ოპოზიციის მოთხოვნა

ემიგრანტებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობაც“. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მზად არიან, ინიციატივასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აწარმოონ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მისივე თქმით, ონლაინარჩევნების ჩატარების გამოცდილება მის პარტიას უკვე აქვს. ხაბეიშვილი მოუწოდებს ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ ჩაერთონ საკითხის განხილვაში. აღნიშნული მოთხოვნა დღეს გიორგი ვაშაძემაც გააჟღერა.