ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა
ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა.
გამარჯვებული სამხრეთ კორეელი მომღერალი ბონგ მინ გილი გახდა, მეორე ადგილი ქართველმა სოფიო მჭედლიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ასევე ქართველი გიორგი წამალაშვილი გახდა.
კონკურსში ვოკალისტები 20 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. მომღერლებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების და სააგენტოების ხელმძღვანელები იყვნენ.
კონკურსი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა.