ოპერის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN-ის პირველი ტური მიმდინარეობს
ოპერის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN-ის პირველი ტური მიმდინარეობს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN-ის პირველი ტური მიმდინარეობს.

კონკურსი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური უსმენს.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელორუსია, პოლონეთი, უკრაინა, მოლდავეთი რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) 50 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს.

კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები.

2018 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან: ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

კონკურსის საპრიზო ფონდია:
I პრემია – 15 000 აშშ დოლარი
II პრემია – 10 000 აშშ დოლარი
III პრემია – 7 000 აშშ დოლარი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი – სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი 2 000 აშშ დოლარი;

ზურაბ ანჯაფარიძის საახელობის პრიზი საუკეთესო ტენორს – 1 000 აშშ დოლარი.

პირველი ტური ხვალაც გაგრძელდება, მეორე ტური კი 3 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN 5 მაისს დასრულდება.