ვოკალისტთა კონკურსი

ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის, „ოპერა ქრაუნის“ პირველი ტური მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური უსმენს. პირველი ტური ხვალაც გაგრძელდება. მეორე ტური კი, 3 მაისს გაიმართება. თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მსოფლიოს 20 ქვეყნის 50 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს. ლაურეატების დაჯილდოვებისა და კონკურსის დახურვის საზეიმო ცერემონია 5 მაისს გაიმართება.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი პრექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“  ფარგლებში ტარდება.