ოპერის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN ჩატარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოპერის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კონკურსის მხარდამჭერი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონკურსში მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 ახალგაზრდა მომღერალი ჩაერთვება.

ვოკალისტებს საოპერო ვარსკვლავებით და საოპერო თეატრების ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომლის თავმჯდომარეც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე იქნება.

კონკურსი OPERA CROWN Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.