ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილე

12:56, 23.05.2019

ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა, დირიჟორებმა და მომღერლებმა მიიღეს, მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ეკა მამალაძემ.

იდეა ბიძინა კვერნაძის მოსწავლეს, პიანისტ ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. საიუბილეო კონცერტი გოჩა კაპანაძის რეჟისორობითა და კახი სოლომონიშვილის დირიჟორობით ჩატარდა.

კომპოზიტორს მუსიკა ოცდაათზე მეტი ცნობილი ფილმისთვის აქვს შექმნილი.

მსგავსი