ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა, დირიჟორებმა და მომღერლებმა მიიღეს, მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ეკა მამალაძემ.
იდეა ბიძინა კვერნაძის მოსწავლეს, პიანისტ ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. საიუბილეო კონცერტი გოჩა კაპანაძის რეჟისორობითა და კახი სოლომონიშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
კომპოზიტორს მუსიკა ოცდაათზე მეტი ცნობილი ფილმისთვის აქვს შექმნილი.