ბიძინა კვერნაძის საღამო ბათუმში

საზოგადოება ცნობილი კომპოზიტორის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

ბათუმის დრამატულ თეატრში კინოსა და თეატრისთვის დაწერილი ცნობილი კომპოზიციები აჟღერდება. ბიძინა კვერნაძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტით კომპოზიტორის საიუბილეო ღონისძიებები იწყება.

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალის ფარგლებში, კიდევ ოთხი კონცერტი შემოდგომაზეა დაგეგმილი.   მსმენელი კინო-მუსიკის გარდა კომპოზიტორის კლასიკური ნაწარმოებების მოსმენასაც შეძლებს.

ბიძინა კვერნაძე 2010 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.