შეცვლილი ტრადიცია ოპერის თეატრში.
ახალი სეზონი „აბესალომ და ეთერით“ არ გაიხსნება – თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საოპერო მომღერლები პირველი წარმოდგენისთვის ემზადებიან. კონცერტი თეატრის 170 წლის იუბილეს მიეძღვნება. პროგრამა ქართული საოპერო სპექტაკლების ცნობილ არიებს აერთიანებს.
სეზონის გახსნის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს ბევრი გეგმა აქვს, თუმცა კოვიდ-პანდემიაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თავად საიუბილეო წელი. გლოვის დღის გამოცხადების გამო, 10 აპრილს ჩანიშნული კონცერტი 13 აპრილისთვის გადაიდო.