ონკოპაციენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

ხვალიდან ონკოპაციენტებზე გათვლილი მკურნალობის ახალი სისტემა ამოქმედდება.

მოქალაქეებს წამლების მისაღებად აფთიაქებში მისვლა და შესაბამისი პრეპარატების მოძიება აღარ მოუწევთ, მათ საჭირო მედიკამენტები იმ სამედიცინო დაწესებულებებში დახვდებათ, სადაც კონკრეტული წამლებით მკურნალობის პროცედურას გადიან. ონკოლოგიური დაავადებებისთვის განკუთვნილი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ამ წესით გაცემას პაციენტები წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან სააფთიაქო ქსელში მათი ძიება არაერთ პრობლემას ქმნიდა.