ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ფერდობი ჩამოიშალა. შედეგად დაზიანდა ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია განმარტავს, ადგილზე რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა, რა დროსაც გამოფიტული ფერდობი ჩამოიშალა. კონკრეტულად, რა სახის სამუშაოებს აწარმოებდნენ სოფელ ზუდალში და რა ვითარებაა ახლა ადგილზე – დეტალებით თათია ტაბეშაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.