როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე ომი და გაუარესებული უსაფრთხოების გარემო ქართულ ეკონომიკაზე – გაუმჯობესებული პროგნოზები აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
ტურიზმის სფეროში გაზრდილ შემოსავლებზე დაყრდნობით საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს თითქმის აორმაგებს. ანგარიშში საუბარია მზარდ ინფლაციაზეც, რაც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ. მსოფლიო ბანკი მთავარ მიზეზად სურსათის და საწვავის ფასების მატებას ასახელებს. თუ ომის დაწყებამდე ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ანუ 3%-თან მიახლოებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობდა, ომის დაწყების შემდეგ ამ პროგნოზმა მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის გადაიწია.