„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებს თბილისის პროკურატურაში კითხავენ.
საგამოძიებო უწყებაში დღეს შესაძლოა, კიდევ ერთი ფირმის დირექტორი გამოკითხონ. საგამოძიებო უწყება უკვე დატოვეს „ომეგა მოტორსისა“ და „ომეგა ორის“ დირექტორებმა, თუმცა მათ ჩვენების მიცემა სასამართლოში გადაწყვიტეს.
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მიმდინარე საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.