გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე

გუდაურის პოლიციაში დღეს, 16 თებერვალს, დილით მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სავარაუდო ბრალდებულის დაკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლები თვითმხილველებსაც კითხავენ, რომლებმაც, შესაძლოა, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ.

მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, დაჭრილი პირის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მცხეთის საავადმყოფოში იმყოფება.