დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი. გამოძიებას მასთან კითხვები, სავარაუდოდ, რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ საქმეზე აქვს.

გამოძიებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქის გვერდზე ჯერ კიდევ 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. ამ საკითხზე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის დავით ქაცარავა. იგეგმება კიდევ რამდენიმე აქტივისტის გამოკითხვა.