15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

ამ დრომდე რთულია 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასრულწლოვანმა მძიმე დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც თვითმკვლელობა სცადა და სიმაღლიდან გადმოხტა, რასაც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა უძღოდა წინ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, არასრულწლოვანზე, დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. საპასუხო განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა, სადაც წერია, რომ მოზრადის გამოკითხვისას რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.