ომეგა ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ამ წუთებში გამოძიებას ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევს. სწორედ ალექსანდრე ხაჩიშვილმა გამოიტანა თი ბი სი ბანკიდან 4 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, რაც მისი თქმით, ლევან ყიფიანს გადასცა. ალექსანდრე ხაჩიშვილმა სხდომის დაწყებამდე განმარტა, რომ პროცესზე სწორედ ამ ეპიზოდზე უნდა ესაუბრა.