ოლიმპიური თამაშები - 2020

მედლის გარეშე დაასრულა ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დღევანდელი გამოსვლა. ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადის დაწყებიდან მეოთხე დღეს, კვლავ ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ნაკრებს ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანეს. საქართველოს სახელით, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ქართველი მოკრივე, ესკერხან მადიევიც ასპარეზობდა. ორთაბრძოლა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებით დასრულდა. ხვალ გულშემატკივრობა ცნობილ საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ძიუდისტ ლაშა ბექაურს სჭირდებათ.