ორი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ჩვენმა ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცებში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. კონტინენტის გამარჯვებულები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟები ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხის მაყურებელმა იხილა.