ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ქართველი ძიუდოისტი ფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მოწინააღმდეგეს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა. ტაშკენტში მიმდინარე ჩემპიონატზე გრიგალაშვილმა 73 კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უმედლოდ იყო. ხვალ ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე იბრძოლებენ.