გერმანიის კანცლერი საქართველოს ლგბტ კანონის გამო ისევ აკრიტიკებს. საქართველომ ახლახან მიიღო ანტილგბტქ კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, დისკრიმინაციულია და აშორებს საქართველოს ევროპისგან. განაცხადა შოლცმა სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ქვიარ ადამიანების უფლებების მეორე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის კანცლერის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი თანასწორობის, პატივისცემისა და აღიარებისთვის როგორც გერმანიაში, ისე მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, მდგომარეობა ქვიარ უფლებებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში უარესდება.