ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

მარიონეტული რეჟიმის მუქარა.

ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს „აღმოსავლეთ ოსეთს“ უწოდებს და არ მალავს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ინტერესი ისევ აქვს.

მუქარის შემცველი განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

დიმიტრი მედოევი ამბობს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები „ადრე თუ გვიან, ოს ხალხს დაუბრუნდება“. აღნიშნულს მოჰყვა მწვავე შეფასებები ოფიციალურ თბილისში.

თემის დეტალები „მოამბეში“.