მოქალაქეები, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გარემოებებზე, დიდი ალბათობით, ინფორმაციას უნდა ფლობდნენ, დუმილს ინარჩუნებენ.
ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამართალდამცავების კითხვებს პასუხობენ. 17-დღიანი ტყვეობის შემდეგ მედიასთან მხოლოდ ოჯახის წევრები საუბრობენ. ახლობლების ინფორმაციით, არც პავლიაშვილს და არც ქუტაშვილს ფიზიკური ზეწოლის კვალი არ აღენიშნება. ორივე მათგანი ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ახალგორის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თარიღი კვლავ გაურკვეველია.