არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი და ოთხი წევრი დაიკითხებიან.
საუბარია 87-გვერდიან კომპლექსურ-კომისიურ დოკუმენტზე, რომელშიც წერია, რომ ქართველი გმირი ჯარისკაცი ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს.
ექსპერტიზის დასკვნა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მომზადებულ სარჩელთან ერთად გაიგზავნა.