ერგნეთის შეხვედრა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.

ერგნეთში ექვსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ცხედარზე სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ის დაზიანებები, რომლებიც ცალსახად წამების კვალზე მიუთითებს. თუმცა, არაღიარებული რეჟიმი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაცნობას საჭიროდ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დაზიანებები სიცოცხლისდროინდელი არ არის.

ოფიციალურმა თბილისმა ცხინვალიდან ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაც მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნაც უპასუხოდ დარჩა.

 

დატოვე კომენტარი