ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ჩატარდება
სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავში ასვლა წელს ვერც სასულიერო პირებმა და ვერც ადგილობრივებმა შეძლეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვართან კონტროლი გაამკაცრა და მოქალაქეებს გაფრთხილება ჯერ კიდევ გუშინ მისცა.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა აღკვეთილი იქნება.
რა ვითარებაა ამ წუთისთვის ადგილზე, ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით.