ხანძარს ებრძვიან ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. ეპიცენტრი სოფელი მახუნჯიაა. ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და შენობებზე გადადის. ე.წ. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფილიამ აღნიშნა, რომ ხანძარი საკმაოდ სერიოზულია და რაიონის ზედა ნაწილში ხალხის ევაკუაცია აუცილებელი იქნება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ენგურჰესის მეხანძრეთა რაზმია ჩართული.