ობლიანიძეთა უნიკალური ფოტოარქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში - ფოტოები საკუთარი ისტორიებით, ცნობილი და უცნობი ადამიანების პორტრეტები და მნიშვნელოვანი მოვლენები
ახალი სივრცე, სადაც ფოტოებით საქართველოს ორი საუკუნე ცოცხლდება.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალური ფოტო-კოლექცია შეიძინა. კერძო კოლექციაში დაცული და ისტორიული მოვლენების თუ ადამიანების ამსახველი 2 000-მდე სურათი მალე ბიბლიოთეკის ფოტო-მუზეუმში გადაინაცვლებს. ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების ისტორია 1860-იანი წლებიდან იწყება. ფოტოებს უახლოეს მომავალში სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის. კერძო კოლექციის დიდი ნაწილი უკვე გაციფრულებულია. პროცესის დასრულების შემდგომ კი უნიკალური მასალა თემატიკის მიხედვით ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ გამოიფინება.