ნუშის ბაღები

პროექტის, „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა ლევან დავითაშვილმა.

გარდაბანში ექვსი ჰექტარი ფართობის ბაღი, ებრაულმა კომპანიამ სახელმწიფოს მხარდაჭერით 2018 წელს გააშენა. პროგრამის, „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა თანამდეროვე ბაღები, რომელთა ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება.