გორში პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს

გორში პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან შედგა. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი.

შეხვედრა, რომელსაც ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის ფორმატში წარიმართა.