თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია სახელწოდებით „მეზობლის ფანჯარა“ ოთხი თვის განმავლობაში შესრულებულ 35 ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.
მხატვრის ნამუშევრები შერეული ტექნიკით – პასტელითა და აკრილით არის შესრულებული. გაზაფხულსა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება.