ნუცა დუჩიძის მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა

18:50, 07.03.2020

თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია სახელწოდებით „მეზობლის ფანჯარა“ ოთხი თვის განმავლობაში შესრულებულ 35 ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.

მხატვრის ნამუშევრები შერეული ტექნიკით – პასტელითა და აკრილით არის შესრულებული. გაზაფხულსა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება.

 

მსგავსი