ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება

დღეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული. მარნეულში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეს დღე პრემიერმა მიულოცა. მამუკა ბახტაძე ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა. დილიდან მთელი დღის განმავლობაში, მარნეულში გადაკეტილი იქნება ცენტრალური გზა, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მოწყობილია ქვემო ქართლის ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი კუთხეები თავისი ატრიბუტიკით. მიმდინარეობს აზერბაიჯანული საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.