ნოდარ დუმბაძის 96 წლის იუბილე აღნიშნეს ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს და ნოდარ დუმბაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში კი კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრის მსახიობებმა მწერლის ყველასათვის საყვარელი გმირები გააცოცხლეს. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ნორჩმა მსახიობებმა მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წარმოადგინეს.