ნოდარ დუმბაძის იუბილე და „ნოდარ ბაბუს ლექსები“ პატარებს - მწერლის მთელი საბავშვო პოეზია, 80 ლექსი და ერთი პოემა ილუსტრირებულ გამოცემაში, დიდი ქართველის ცხოვრება და შემოქმედება რეალური გმირებით

ნოდარ დუმბაძის ლექსებს პატარები ახალი ილუსტრაციებით წაიკითხავენ.

მწერლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კიდევ ერთი კრებული გამოიცა, რომელიც ცნობილი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით არის გაფორმებული. წიგნი ავტორის მთელ საბავშვო პოეზიას მოიცავს.

ნოდარ ბაბუს ლექსები – ასე ჰქვია კრებულს, რომლის პრეზენტაციაც მზიურის პარკში გაიმართა. ყველასთვის  გამორჩეული და საყვარელი მწერალი დღეს 92 წლის გახდებოდა.