„თეთრი ბაიღაღები“ - პრემიერა ახმეტელის თეატრში

ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოები კიდევ ერთი თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.

მწერლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ახმეტელის თეატრის დასი „თეთრ ბაირაღებს“ დგამს. ეს იქნება მაყურებლისთვის უკვე კარგად ცნობილი თეატრალური ვერსია ახალგაზრდა რეჟისორის ხედვით და ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით.

მაყურებელი ზაზა ნაკაშიძის და საკანში მასთან ერთად მყოფი ადამიანების ისტორიებს ამჯერად ახმეტელის თეატრის სცენიდან მოისმენს. ყველასთვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საპრემიერო ჩვენებები თითქმის მთელ მაისის განმავლობაში გაგრძელდება.