ნიუ იორკის მოდის კვირეული

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო მოდის ახალ ტენდენციებს ეცნობიან.

ნიუ იორკის მოდის კვირეული დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში უახლეს კოლექციებს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები წარმოადგენენ. მოდის სახლებს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების საჩვენებლად ქალაქის პრესტიჟული ადგილები დაუთმეს.

კვირეული მარკ ჯეიკობსის დეფილეთი 11 სექტემბერს დასრულდება.