ნინო გვენეტაძის განცხადება

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე უარყოფს, რომ თანამდებობის დატოვება მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

პირველი განცხადება ნინო გვენეტაძემ მედიასთან დღეს უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის რანგში გააკეთა. გვენეტაძე ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი, ის მისთვის საყვარელ აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება.