გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ნინო ჩხობაძემ დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირებული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასა და მყარი ნაწილაკების მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერის მასის ორი ტალღა მოედინება, ესაა აფრიკისა და ცენტრალური აზიის ტალღა, რომელიც მოსახლეობისთვის თვალით აღქმადია და ნისლის სახით ხდება. ჩხობაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება გამოწვეულია გლობალური კლიმატის ფონზე. ექსპერტის განცხადებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არასწორ განაშენიანებას უკავშირდება.