„აბრეშუმის გალერეაში“ ნინო ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ეს მხატვრის რიგით მეორე პერსონალური გამოფენაა.
გამოფენილ ნამუშევრებს შორისაა როგორც დეკორატიული სახის კომპოზიციები, ისე აბსტრაქტული ნამუშევრები.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში, თურქეთსა და ირლანდიაში. გამოფენაზე 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს პირველ ოქტომბრამდე შეუძლია.