გახმაურებული სასამართლო პროცესი და ცნობილი ჩოგბურთელის პირველი გამოჩენა ბრალდებულის სტატუსით – ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლის წინაშე დღეს პირველად წარდგა.
მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და რეზონანსული საქმის გარშემო ვრცლად საუბარს სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ გეგმავს. საქმეში ფიზიკური ძალადობის ოთხი და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთი ეპიზოდია გაერთიანებული. დღევანდელ პროცესზე იმყოფებოდა დაზარალებულის სტატუსის მქონე ნელი დოროყაშვილიც. სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის დედას მოუსმინეს, რომელმაც დოროყაშვილის ყველა ბრალდება უარყო. ყოფილი მეუღლის გარდა დაზარალებულს პრეტენზიები ყოფილი დედამთილის მიმართაც აქვს და მას მცირეწლოვანი შვილის ცემაშიც ადანაშაულებს.
ბელა ზაქაიძე აშუქებდა სასამართლო პროცესს.