ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ ფაქტორებს არ უნდა ეფუძნებოდეს ეს განცხადება სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე სახელმწიფოებია, რომლებმაც ურთიერთობები ყველა სფეროში უნდა გააღრმავონ. მისივე თქმით, ეს ურთიერთობები უნდა იყოს თავისუფალი გეოპოლიტიკური გავლენისგან, რომელსაც ხშირად ნეგატიური ეფექტი ახლავს.

სომხეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა, რომელიც ხელისუფლებაში მიტინგებისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის ფონზე მოვიდა, „მოამბესთან“ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებსა და სომხეთში გასატარებელ მთავარ რეფორმებზე ისაუბრა.

ფაშინიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთში იწვევს.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „მოამბის“ მაყურებელი დღის მთავარ გამოშვებაში ნახავს.