ნიჩბისში ელინისტური ხანის სამარხი აღმოაჩინეს. გათხრები „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები არიან ჩართულები. ჯამში გამოვლენილი და შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები „ევროპის უნივერსიტეტის“ ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული.