გონიოს სადავო მიწები

ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ერთობლივი უნიკალური აღმოჩენა.

გონიოში რომაელთა გარნიზონის კვალს მიაგნეს, რაც ადასტურებს, რომ გონიოს ციხის მიმდებარედ უძველესი რომაული ნაქალაქარი არსებობდა. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა იმპერატორ ნერონის პერიოდს უკავშირდება.

სპეციალისტები ადგილზე არქეოლოგიური გათხრების დაწყებას ითხოვენ, რასაც მიმდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.