არჩევნები მიმდინარეობდა, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში, – ასე შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მესამე სექტორმა.
სამართლიანი არჩევნები პროცესს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რამაც აჩვენა, რომ ხმის დათვლამ საარჩევნო უბნების 99.7%-ზე დარღვევების გარეშე ჩაიარა.
არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, გამონაკლისი იყო ოზურგეთის 59-ე საარჩევნო უბანი, სადაც მიხეილ ბენიძის თქმით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობასა და ამ მიზეზით შედეგების გაბათილებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, დოკუმენტების მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.
ასევე, ხმის პარალელური დათვლით სამართლიანი არჩევნების განმარტებით, ხმის პარალელური დათვლისა და ცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა.
მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.